Saturday, November 27, 2010

კითხვები რომლებიც IT პოლიტიკის შესახებ გამიჩნდა

რატომ შეიქმნა აიტი პოლიტიკა ?

პასუხი მრავლის მომცველია: ტექნოლოგიური მენეჯმენტის განვითარების, ორგანიზების დონის ამაღლების, პრობლემების შემცირების, ახალი შესაძლებლობების გამოვლენის და ხარჯების დაზოგვის მიზნით.


ვინ გაზარდა მასზე მოთხოვნა ?

კომპანიებმა, კორპორაციებმა, ფირმებმა ვისთვისაც დრო ძალიან ძვირად არის შეფასებული და ყოველი დეტალი გათვლილია სრულყოფილად მუშაობაზე.


როგორ გამოიყურება ის კომპანიაში ?

IT პოლიტიკის სახე დამოკიდებულია კონკრეტულად იმ კომპანიის სპეციფიკაზე სადაც ის არის ჩამოყალიბებული. მას ქმნის კომპანია სურვილისამებრ თავისი წესების და შეთანხმებების მიხედვით ამ კომპანიაზე მომუშავე IT პერსონალის დახმარებით და შეთანხმებით. ეს დოკუმენტი წარმოადგენს რამდენიმე პროტოკოლიან წესების ნაკრებს მორგებულს სპეციალურად ამ კომპანიისთვის.


როგორ იქმნება ?

თუ ჩვენ კომპანია ვართ ან მასზე მომუშავე IT პერსონალი და ამ დოკუმენტის შედგენა გვაკისრია შეგვიძლია წინასწარი მოდელი შევადგინოთ მისი წარდგენის, შემდგომი რედაქტირებისა და დამტკიცებისათვის კომპანიის მხრიდან.


როგორი შეიძლება იყოს ეს დოკუმენტი ?

დოკუმენტი რაც შეიძლება მარტივად წასაკითხი უნდა იყოს კომპანიის ყველა წევრისათვის ვისზეც ვრცელდება იგი. მოსახერხებელი იქნება რომ დაყოფილი იყოს პროტოკოლებად, თითეული შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე წესს იმ თემაზე რაც იქნება პროტოკოლის სათაური. განსაკუთრებული მნიშვნელობის წესები აღნიშნული იყოს ვარსკვლავით, უფრო მნიშვნელოვანი ორი ვარსკვლავით, ამ შემთხვევაში დოკუმენტშივე უნდა იყოს განმარტებული რა სახის დარღვევას გულისხმობს ასეთი სახით აღნიშნული წესები და სანქციები რაც შეიძლება წაუყენონ კომპანიის წევრს ამა თუ იმ მნიშვნელობის წესის დარღვევისას.